ამერიკა უკრაინას ახალ სარაკეტო სისტემას გადასცემს - ბაიდენი 

01 ივნისი 2022, 10:15 937 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ''ნიუ იორკ თაიმსში'' გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენი წერს, რომ აშშ-ის მიზანი უკრაინაში არის „იხილოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც აქვს საშუალებები, შეაკავოს და დაიცვას თავი შემდგომი აგრესიისგან“.

მისი თქმით, იარაღის ახალი პარტია საშუალებას მისცემს მათ, უფრო ზუსტად დაარტყან საკვანძო ობიექტებს უკრაინის ბრძოლის ველზე.

ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ აშშ არ აპირებს პირდაპირ ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი