ომის 96 დღე უკრაინაში

30 მაისი 2022, 19:52 775 ნახვა

უკრაინაში ომის 96-ე დღეა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები რეზერვების შევსებას და თავდაცვითი ხაზების აშენებას ხერსონის რეგიონში აგრძელებენ.  ლუგანსკში კი ისევ მძიმე ბრძოლებია. ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს უწყვეტად ბომბავენ.ქალაქი ცხედრებით გაივსო, გარეთ კი ცხელა, რამაც შესაძლოა, ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს . ინფორმაცია,   ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა. სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში კრიტიკული ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია, დაზიანებულია საცხოვრებელი ფონდის 90%. გვიან  ღამით განგაშის სიგნალი ისმოდა მიკოლაივში. რუსებმა იერიში ქალაქ ნოვი-ბუგზე მიიტანეს- განადგურდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი.  ძლიერი აფეთქება მოხდა მელიტოპოლში-  დაშავდა რამდენიმე ადამიანი.  დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით უკრაინის ძალებმა მტრის 14 შეტევა მოიგერიეს და   ოკუპანტების ტექნიკის 28 ერთეული გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კრივოი-როგიში უკრაინული საბრძოლო მასალის "მნიშვნელოვანი" საცავია განადგურებული. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან,  მოუწოდა, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. ირინა ვერეშჩუკის განმარტებით,  უკრაინის ყველა ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პრობლემას მოუტანს მათ, ვიდრე სარგებელს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გასაცემად ემზადება, ასევე დაიწყო მარიუპოლის დე ფაქტო ანექსია და იქ მცხოვრებლებისთვის რუსულ პასპორტებს დაჩქარებული წესით გასცემენ. რუსმა ოკუპანტებმა ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევერედონეცკთან საევაკუაციო ავტომობილი დაცხრილეს. სროლის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა, რომელიც ევაკუაციის შესახებ მასალას  ამზადებდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი იტყობინება.  მისი თქმით, საევაკუაციო დაჯავშნულ ავტომობილს, რომელსაც ოლქიდან 10 ადამიანის ევაკუაცია უნდა მოეხდინა, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი