საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის ანგარიში , უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მოისმინა. ამის შემდეგ, ანგარიშს პლენარულ სხდომაზე მოისმენენ. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მაუწყებელში ძირეული რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე გიგა ჩხარტიშვილმა ხაზი გაუსვა არხის რეიტინგის მნიშვნელობასაც.