დადგინდა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრები ოჯახები ბინებს მიიღებენ 

30 მაისი 2022, 15:22 3853 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დღეს იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრები ოჯახები ბინებს მიიღებენ. 

საუბარია 15 კრიტერიუმზე. 

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ეს კრიტერიუმები მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებმაც 2019 წლის მდგომარეობით გაიარეს აღწერა და რეგისტრაცია, ასევე დანომრილია მათი შენობა-ნაგებობები.

მინისტრის განმარტებით, აგრეთვე დადგინდა კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც ოჯახები ვერ ისარგებლებენ პროგრამით. 

''პირველი ეტაპის სამუშაოები 582 ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა და დასრულების ეტაპზეა. პარალელურად მიმდინარეობს მეორე ეტაპის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ასევე  მუშაობდა სამთავრობო კომისია, რომელმაც დაადგინა კრიტერიუმები, თუ როგორ და რა რიგითობით უნდა მოხდეს მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება. 

მინდა აღვნიშნო უმთავრესი პრინციპი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. მაქსიმალურად  ყველა მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საცხოვრისი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბინით.

სამუშაოების მიმდინარეობისას პრაქტიკულად ყველა ეტაპზე ჩართული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე განხილვებს ესწრებოდნენ ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებიც. მათთან ერთად მოხდა  კრიტერიუმების შედგენა. 

ეს კრიტერიუმები მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2019 წლის მდგომარეობით გაიარეს აღწერა. დანომრილია მათი შენობა-ნაგებობები. ასევე ოჯახებმა, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია. 

აგრეთვე დადგინდა კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც ოჯახები ვერ ისარგებლებენ პროგრამით. პირველ რიგში საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც 2019 წლის მდგომარეობით გააჩნდათ თვითმმართველ ორგანოებში ქონება. აგრეთვე ის პირები, რომლებმაც ქონება 2019 წლის შემდეგ გაასხვისეს. 

ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ოჯახები, რომლებსაც 2017-2021 წლებში უწყვეტად მიღებული აქვთ  40 000-ზე მეტი შემოსავალი. 

ოჯახები, რომლებმაც ისარგებლეს ''ეკომიგრანტების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით''. 

ყველა ის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროება საცხოვრებელი ამ კრიტერიუმების ფარგლებში მიიღებენ ბინებს. 

რიგითობის დასადგენად ჩვენ შევიმუშავეთ 15 კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც მოხდება ოჯახების ინიდივიდუალურად შესწავლა. 

ტერიტორიული პრინციპი. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთის და ფართის გამოყოფა. ის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ამ ფართის არეალში, პირველ რიგში,  მოხდება მათი განსახლება და შესაბამისი უზრუნველყოფა. 

ასევე ჩაერთვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და შშმ პირები, სპეციალური სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, მარტოხელა  მშობლები და მარჩენალდაკარგული ოჯახები. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სტატუსის მქონე პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალური ქულების მქონე ოჯახები (საუბარია 120 000 ქულაზე), ომის ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირები, საპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები, ეკომიგრანტი ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები და იპოთეკით დაზარალებულები'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი