კრიზისი 6 საკრებულოში და საკრებულოთა რეგლამენტი - საიას კვლევა

30 მაისი 2022, 14:00 662 ნახვა

„უმცირესობა უმრავლესობაში - პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში“- ამ სახელწოდებით,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კვლევა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში შექმნილ კრიზისს, მის მიმდინარეობას, გამომწვევ მიზეზებსა და მიღებულ თუ მოსალოდნელ შედეგებს შეეხება.

საიას განმარტებით, არც თვითმმართველობის კოდექსი და არც საკრებულოთა რეგლამენტები არ აღმოჩნდა მზად მსგავს პოლიტიკურ კრიზისებთან გასამკლავებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი