გუშინ ბათუმის სპორტის სასახლეში ფრენბურთში საქართველოს უმაღლესი ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში „ბათუმი“ ჯიხაიშის „ჯიკოს“ დაუპირისპირდა.
პირველი სეტი სტუმრებმა დამაჯერებლად მოიგეს და მეორეშიც დაწინაურდნენ, თუმცა ხათუნა გიორგაძის შეგირდებმა მობილიზება შეძლეს და მეორე სეტში გაიმარჯვეს კიდეს, რითაც ანგარიში გაათანაბრეს. შეგახსენებთ, რომ თამაში სამ მოგებამდეა.
სამწუხაროდ, ბათუმელმა ფრენბურთელებმა დარჩენილი ორი სეტი წააგეს და ჯიკომაც ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მიპოვა.
გამოვლინდნენ ჩემპიონატის საუკეთესო ფრენბურთელები სხვადასხვა ნომინაციებში. საუკეთესო გამთამაშებლის პრიზი ბათუმელ ანა დიასამიძეს ერგო, საუკეთესო ლიბეროდ ასევე ბათუმელი თამთა ზამთარაძე დაასახელეს, ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის ჯილდო მესამე ადგილზე გასულ „თბილისის“ წევრს მაგდა კობაიძეს ერგო.
საუკეთესო თავდამსხმელად და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კი ჯიკოს კაპიტანი ჯული სანაძე დაასახელეს.