ფარული მოსმენები

04 იანვარი 2017, 00:00 1775 ნახვა

მომავალი კვირიდან პარლამენტთან არსებული სპეციალური ჯგუფი მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მუშაობას იწყებს.  რამდენიმე თვის წინ  საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შენ გეხებას სარჩელი და მოსმენების შესახებ კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად სცნო. საუბარია მუხლზე, რომელიც ე.წ. 2 გასაღების პრინციპს ითვალისწინებს. ექსპერტ ლაშა ტუღუშს, მიაჩნია, რომ გასაღები უნდა იყოს მობილურ კომპანიებში ან უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ იქნება უშიშროების სამსახური. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი  კი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნება პოლიტიკური კონტექსტი და რეალობა, რა დროსაც მიყურადება ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ხორციელდებოდა. 

ამავე კატეგორიაში