მდინარე იორდანესთან მიწა საქართველოს ოფიციალურად დღეს გადაეცემა

29 მაისი 2022, 11:25 646 ნახვა

მდინარე იორდანეს ნაპირებთან, 4000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, საქართველოს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან გადაეცემა.

დაგეგმილია ოფიციალური საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, იორდანიის პირველი პირებიც დაესწრებიან.

მიწაზე, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი