ფინეთი თურქეთის მოთხოვნებზე მუშაობს

28 მაისი 2022, 17:12 996 ნახვა

ჰელსინკი განიხილავს თურქეთის არაერთ მოთხოვნას, მათ შორის იმ პირთა ექსტრადირებას, რომლებიც, თურქეთის მტკიცებით, დაკავშირებულნი არიან ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან.

„ქურთ მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პოზიცია შეესაბამება ევროკავშირის პოზიციას, რომელიც მას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე განიხილავს თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, თუმცა ასევე ყურადღება გაამახვილა შეზღუდვებზე, რომლებიც მიზნად ისახავს იარაღის გამოყენების პრევენციას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ან კონფლიქტის ზონებში.

თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან აღნიშნულ ქვეყნებს ოფიციალური ანკარა ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი