სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

05 თებერვალი 2025, 10:10 86 ნახვა

სერბეთის  ქალაქ კრაგუევაცში  მასწავლებლები და ფერმერები შეუერთდნენ სტუდენტების პროტესტს. ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების ახალი ტალღა გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქის ქუჩებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე რკინიგზის სადგურში მომხდარი ინციდენტის გამო, რომელმაც 15 ადამიანი იმსხვერპლა.

ნოვი სადის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო დაწყებულმა ანტისამთავრობო პროტესტმა ბალკანეთის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. პროკურატურამ ამ დრომდე ბრალი წაუყენა 13 ადამიანს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში