ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ გამორიცხავს

05 თებერვალი 2025, 10:51 428 ნახვა
00:00
00:00

ზელენსკი მზად არის სამშვიდობო სამიტის ფარგლებში პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ამის შესახებ მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

„ეს თუ ერთადერთი გზა იქნება, რომლითაც შეგვიძლია უკრაინელებს მშვიდობა მოვუტანოთ და ადამიანები არ დავკარგოთ, რა თქმა უნდა, ამაზე წავალთ, იმის მიუხედავად, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მე არ ვიქნები კეთილგანწყობილი მის მიმართ.  

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა უკვე მზადაა „დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად“. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი