ჩვენი ქვეყანა ემზადებოდა – ზელენსკი რუსეთის აგრესიაზე

28 მაისი 2022, 17:20 1110 ნახვა

ერთი წლის წინ უკრაინას ხალხის ევაკუაცია და სანგრების გათხრა შესთავაზეს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰოლანდიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

დაამატა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო ეკონომიკას წერტილს დაუსვამდა.

ქვეყნის მეთაურის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედროები რუსეთის თავდასხმისთვის მზად იყვნენ და ამას ყოველ წამს ელოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამგვარი ზომების წინასწარ მიღება მაღალ რისკებს შეიცავდა, რომლითაც შესაძლოა უკრაინის ეკონომიკას აღარ ეარსება - ამბობს ზელენსკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი