ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას ევროკავშირზე უარის თქმასა და საკუთარი, ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, თავის მხრივ იტალიურ მედიაში ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.
მათი ცნობით, მსგავსი ასოციაციის შექმნის საფუძველი ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და გერმანიის პასუხია რუსეთის აგრესიაზე.
დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის გარდა, ალიანსში შესაძლოა რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდეს, მათ შორის პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და თურქეთი.