საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი 2022, 10:09 835 ნახვა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „ევროპისკენ“ - წლევანდელი 26 მაისის მთავარი გზავნილია.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყება. ზუსტად 12:00 საათზე კი, წვევმდელები საზეიმოდ ფიცს დადებენ. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდება.

15 მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.

26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.

26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში