საქართველო დამოუკიდებლობის 104-ე წლის აღსანიშნად ემზადება. ,, ევროპისკენ“ -ეს ხვალინდელი 26 მაისის მთავარი სლოგანია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს რამდენიმე ახალი კომპონენტი აქვს დამატებული და ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილის დეკლარირებას ახდენს.
ღონისძიებები რამდენიმე ქალაქში იმართება, თუმცა ცენტრი მაინც დედაქალაქი იქნება.
26 მაისს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი ზღვისპირა ქალაქში.