ათი წონა და ათი მედალი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარმატება რუმინეთში

24 მაისი 2022, 10:07 744 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ბუქარესტში ჩატარებულ კონსტანტინ ალექსანდრუ-იოან პოპოვიჩის მემორიალში, სადაც ათივე წონით კატეგორიაში ათი მედალი მოიპოვა. რევაზ ლაშხის ნაკრების მონაგარი ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი, სამი ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილია.

ჩემპიონები რომეო ბერიძე, ნიკა ბროლაძე, აჩიკო ბოლქვაძე, ბექა მელელაშვილი და მათე გოქაძე გახდნენ.

ვერცხლი დიმიტრი ხაჩიძემ და კოტე სიჭინავამ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლუკა ჯავახაძე, თემურ ორჯონიკიძე და თორნიკე მიქელაძე დაეუფლნენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი