დავოსის ეკონომიკური ფორუმი

23 მაისი 2022, 14:43 616 ნახვა

არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის ფორუმის მონაწილეებს. მან მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთს პასუხი ახლავე დაუბრუნოს და არ დაელოდოს მის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ზელენსკის  თქმით, სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, რომ რუსეთმა და ყველა პოტენციურმა აგრესორმა რომელსაც მეზობლის წინააღმდეგ სასტიკი ომის დაწყება მოუნდება იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება ამას.  დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების მოწოდებით გამოდის.

საუბარი ეხება ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიას, სკოლებს, გზებსა და ხიდებს. ბორგე ბრენდე ამ მოწოდებით დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოდის, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.  განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესიაა. 

დავოსში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს და ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზეც სიტყვით გამოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი