დღეს ბათუმის რაგბი არენაზე ფინალის პირდაპირი საგზურისათვის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ბოლნისის „ყოჩებს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ბოლო ტურში დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „აია“ 59:0 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.
ბათუმელებმა გასულ სეზონში 18 მატჩიდან 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს დღევანდელ მეტოქესთან ყოჩებთან. ბათუმისა და ყოჩების მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.