დღეს ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენა შეასრულა Uzbekistan Airways-მა. ავიაკომპანია ტაშკენტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს.
ცენტრალური აზიიდან ამ დრომდე ფრენებს მხოლოდ Air Astana ალმატი-ბათუმის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით ასრულებდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ახალი ავიარეისის დამატება ბათუმში ტურისტების რაოდენობას საკმაოდ გაზრდის.