ბათუმის ქალთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
ლიგა 2-ის მეორე ტურში "ბათუმმა" შინ "ბახტრიონი" მიიღო და დიდი ანგარიშით 8-0 დაამარცხა.
ბათუმელთა მხრიდან 4 გოლი არჩვაძემ გაიტანა, დუბლი დიასამიძის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლით თავი ხავთასმა და ბოლქვაძემ გამოიჩინეს.
ორი ტურის თავზე "ბათუმი" ლიგა 2-ის გათამაშებას 6 ქულით ლიდერობს.
მესამე ტურში შავიზღვისპირელები 27 მაისს გასვლაზე "ივერიას" ესტუმრებიან.