საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში გაიმართება. მთავარი ღონისძიება დედაქალაქში 11 საათზე დაიწყება.
ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
20:30 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომლის თემაც ასევე იქნება „ევროპისკენ“