სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მაიმუნის ჩუტყვავილას უახლესი ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა.
მაიმუნის ჩუტყვავილა არის ვირუსული და ინფექციური დაავადება, რომელსაც აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომები.
მაიმუნის ყვავილს იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.
არსებული ინფორმაციით, საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.
შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე. ინფექცია ძირითადად თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.
დაავადება ყველაზე ხშირად გადაეცემა სასუნთქი გზების მეშვეობით და ასევე შეიძლება გადაეცეს ტანსაცმელთან ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით.