ომი უკრაინაში - დღე 84

18 მაისი 2022, 19:52 963 ნახვა

უკრაინაში ომის 84-ე დღეს, გაეროს მონაცემების თანახმად 3 752 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 4 062 კი, დაჭრილი. გარდაცვლილთაგან 250 ბავშვია. გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ზუსტი არ არის და მსხვერპლთა  რეალური  რაოდენობა გაცილებით მაღალია, რადგან იმ ადგილებიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. რაც შეეხება მონაცემებს დაღუპულ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 400 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 28 300 სამხედროს შეადგენს. აქვე დღეს  ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი