ბათუმელი ტანმოვარჯიშეების წარმატება

18 მაისი 2022, 10:47 702 ნახვა

თბილისში, დასრულდა საქართველოს პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა სპორტსმენებმა.

ოქროს მედალი გოგონათა შორის, სპორტის ოსტატობის პროგრამით ანი გობაძემ მოიპოვა. ვერცხლის მედალს ვაჟთა შორის, მოზარდთა მეორე თანრიგში დემეტრე გურგენიძე, ხოლო პატარების პირველ თანრიგში დავით დიასამიძე დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედალი, გოგონათა შორის, სპორტის ოსტატობის კანდიდატთა თანრიგში მარიამ გოგოლაძეს და მოზარდთა თანრიგში ნატალი ხოზრევანიძეს ერგოთ, ხოლო ვაჟთა შორის კი მოზარდთა მეორე თანრიგში ლუკა ცეცხლაძემ და პატარების პირველ თანრიგში დემეტრე დიასამიძემ დაისაკუთრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი