ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სუპერლიგის ნახევარფინალის სერიაში "ქუთაისთან" სხვაობა შეამცირა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა.
ბათუმის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრა "ბათუმმა" "ქუთაისი" 79-77 დაამარცხა. ამ დროისთვის სერიაში ანგარიში ქუთაისელთა სასარგებლოდ 2-1 ია. ბათუმელთა მხრიდან კაილი რიდლიმ მატჩში 17 ქულა , 3 მოხნა, 9 გადაცემა მიითვალა.
სერიის მეოთხე დაპირისპირება ხვალ 18 მაისს ისევ ბათუმის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.