ბრიტანული გამოცემა The Guardian წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი პერსონალურადაა ჩართული უკრაინაში ომის დაგეგმვაში და იმგვარ ოპერატიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლის გადაწყვეტაც, როგორც წესი პოლკოვნიკებისა და ბრიგადირების საქმეა.
წყაროს თქმით, რომელიც დასავლურ სამხედრო სამსახურს წარმოადგენს, რუსეთის პრეზიდენტი პირადად იღებს გადაწყვეტილებას დონბასში ძალების გადაადგილებაზე, სადაც გასულ კვირას რუსეთის არმიამ მძიმე მარცხი განიცადა, როდესაც რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარის გადალახვა.
The Guardian-ის ცნობით, პუტინი ახლოს თანამშრომლობს გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობ.