საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალის მესამე მატჩი დღეს გაიმართება, რეგულარულის ჩემპიონს ქუთაისსა და მეოთხე ადგილოსან ბათუმს შორის.
პირველი ორი მატჩი ბათუმმა ქუთაისში ოვერტაიმებით წააგო, თუმცა როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი აცხადებენ, კალათბურთელებს მოტივაცია უფრო გაეზარდათ და საკუთარი წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
საკალათბურთო კლუბ ''ბათუმს'' მხარდაჭერას უცხადებენ ''დინამო'' ბათუმის ფანკლუბის ''პირატების'' წევრები და კალათბურთელებს ჰპირდებიან, რომ მათ ხმას ტრიბუნებიდან აუცილებლად გაიგონებენ.
შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება.