„განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით“ - ასე ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ პატიმრობის განაჩენს. საია წერს, რომ ნიკა გვარამიას და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას. საია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის პროცესებს. ორგანიზაციამ საქმესთან დაკავშირებით, პირველადი შეფასებაც გამოაქვეყნა.