რუსმა ოკუპანტებმა დონეცკი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

12 მაისი 2022, 13:06 696 ნახვა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა, დონეცკის ოლქის 10 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, დაზიანებულია 22 სამოქალაქო ობიექტი. ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა 22 სამოქალაქო ობიექტი: საცხოვრებელი კორპუსები, კოლეჯი, საწარმო.

ლისიჩანსკში ჰუმანიტარულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში