ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მედია იტყობინება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კვირას ფხენიანში სიცხიანი პაციენტებისგან აღებული სისხლის ნიმუშები ომიკრონის იდენტური აღმოჩნდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ ქვეყანა მოულოდნელ კრიზისს გაუმკლავდება. მან საკარანტინო კონტროლი გაამკაცრა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ქვეყნის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ადამიანების მაღალი პოლიტიკური თვითშეგნების წყალობით ქვეყანა საგანგებო სიტუაციის დაძლევას შეძლებს.
დღემდე ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად არ აღიარებდა ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების არსებობას, თუმცა პრევენციულ მკაცრ ღონისძიებებს აწესებდა და საზღვრებს კეტავდა.