პოლონეთში უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს. დიპლომატი ვარშავაში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან მივიდა, სადაც მას ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ საპროტესტო შეძახილებით.
უკრაინული მედიის ცნობით, ასობით უკრაინელმა გზა გადაუღობა რუსეთის საელჩოს დელაგაციას, რომლებიც მემორიალთან მისვლას ცდილობდნენ და ისინი „ფაშისტებად“ მოიხსენიეს. ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს პოლონელებმა რუსული აგრესია უკრაინაში.
ადგილი ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირებასაც.