დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი პუტინს ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს

09 მაისი 2022, 09:54 374 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი და მისი შიდა პოლიტიკური გარემოცვა   ფაშიზმსა და ნაცისტური გერმანიის ტირანიას აიგივებენ.  ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას ტელეგრაფი ავრცელებს.   უოლესი ამ სიტყვით გამოსვლას არმიის ეროვნულ მუზეუმში აპირებს, როცა მოსკოვში  გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება. თავის გამოსვლაში უოლესი პუტინს "ისტორიის მოპარვაში" დაადანაშაულებს - წერს გამოცემა.

უკრაინაში შეჭრით პუტინი , მისი უახლოესი გარემოცვა და გენერლები ფაშიზმსა და 70 წლის წინანდელ ტირანიას განასახიერებენ, გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების შეცდომებს იმეორებენ.  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი  რუსეთის არმიის  მაღალჩინოსნებს არაკომპეტენტურობაშიც დაადანაშაულებს.

რუსი გენერლები სრულად არიან ჩართულნი პუტინის მიერ წინაპრების ამაყი ისტორიის ქურდობაში. „ყველა პროფესიონალი ჯარისკაცი უნდა იყოს გაოგნებული რუსული არმიის საქციელით“, აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი