დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად მაღალმთიანეთში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ახალი წელი მიულოცეს. ზურაბ პატარაძე მაღალმთიანეთში ოჯახთან ერთად იმყოფება. მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანეთის განვითარებასა და 2017 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.