ომი უკრაინაში - დღე 72

06 მაისი 2022, 19:40 940 ნახვა

თუ რუსები აზოვსტალს გაანადგურებენ, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის - ასეთია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია, რომლის თქმით,  რუსები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ომის 72-ე დღეს განსაკუთრებული შეტევის სამიზნე ისევ მარიუპოლია. რუსებმა აზოვსტალთან საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ისევ იბობმება ხარკოვიც, ასევე სარაკეტო იერიში 16-ჯერ განხორციელდა ჩრდილოეთ დონეცკში, ეს არის ლუჰანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქი, რომელზეც ოკუპანტები შტურმის მოწყობას ცდილობენ. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ჩრდილოეთ დონეცკი თითქმის გარშემორტყმულია რუსული არმიით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში