ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისია ცნობს და შესაბამისად კვორუმისთვის ოპოზიციის დასწრება არ იქნება აუცილებელი - მართალია ეს ჯერ ინიციატივაა, თუმცა საკანონმდებლო პროექტს სავარაუდოდ მხარდაჭერა პარლამენტში ექნება, რადგან ბათუმის საკრებულოს საქმიანობის გააქტიურებას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვერ შეიკრიბა, მიესალმება ოპოზიციაც ხელისუფლებასთან ერთად.