შუახევის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

25 დეკემბერი 2024, 14:42 219 ნახვა

შუახევის  2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საწყისი ბიუჯეტი გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 9  მილიონ 290 ათასი ლარით  და 31 მილიონ  150 000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილდა.  ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის 9 131 700 ლარია გათვალისწინებული ,რითაც საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემები, განათებისა და სოფლის ცენტრების რეაბილიტაცია/ მშენებლობაა დაგეგმილი.  
განათლება, კულტურა, ტურიზმი, სპორტის მიმართულებისთვის 848  300 ლარია, რომლითაც მოედნები, საპიკნიკეებისა და ბაღები უნდა მოწესრიგდეს,   2  მილიონ 120 000 ლარია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის.  ამ სფეროს შვიდი ახალი პროგრამა დაემატა.
ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარზე მეტი სამოქალაქო ბიუჯეტისთვისაა გათვალისწინებული. 10% ზე მეტითაა დაგეგმილია აიპების ხელფასების ზრდა.  რაც შეეხება შემოსავლების ნაწილს, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები. 5,4%ით გაზრდილია ქონების გადასახადი. 12 050 000 ლარს შეადგენს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი.  საკრებულოს სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში