თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. წერილს ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს, „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას. „ აღნიშნულია წერილში.