კონსულტაციები პრეზიდენტს და ოპოზიციას შორის

25 დეკემბერი 2024, 11:55 142 ნახვა

რაზე შეთანხმდა პრეზიდენტი ოპოზიციასთან? კონსულტაციების  დეტალებზე განცხადებას სალომე ზურაბიშვილი დღეს დღეს 19 საათზე გააკეთებს. გუშინ კი  ორბელიანების სასახლეში  გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. მათ  არ დაუკონკრეტებიათ რა  გეგმები აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა შესაძლოა პარლამენტმა დანიშნოს. თქვეს რომ  პროტესტი ისევ გაგრძელდება, ხოლო პროცესს რომელმაც ისინი არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში