მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება. ბრიტანული დაზვერვა "აზოვსტალზე" რუსეთის შეტევის გაძლიერებას 9 მაისის მოახლოებას უკავშირებს.
გაეროს ინფორმაციით, ამ დრომდე უსაფრთხო დერეფნით ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან უსაფრთხოდ ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი.
მსოფლიო ლიდერები იმედოვნებენ, რომ ჰუმანიტარულ პაუზას ისევ მიაღწევენ.