მომრავლებული მიუსაფარი ძაღლები ქობულეთში. ცხოველების ზოგს ეშინია, ზოგ მოქალაქეს კი პირიქით ეცოდება და ქუჩაში მყოფ უპატრონო ძაღლებზე ანტიპატია არ აქვთ. იმისათვის, რომ თითოეულს აცრა ჩაუტარდეთ და მათი სტერილიზაცია მოხდეს, მერია ტენდერებს პერიოდულად ატარებს. თუმცა, პრობლემა საბოლოო მაშინ გადაიჭრება, როცა ჩაქვში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი აშენდება.