ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართეს.
გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე და ხათუნა სამნიძე, კარა მაგდონალდს და ერიკა ოლსონს შეხვდნენ. შეხვედრაზე 19 აპრილის შეთანხმება და გეოპოლიტიკური ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საქართველო ევროპულ ასპარეზზე თითქოს გამქრალია რაშიც ისინი “ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ.