საპროტესტო აქცია ბათუმში

06 თებერვალი 2025, 10:01 99 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის 70-ე ღამეს მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ ისევ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ახალი არჩევენბის ჩანიშვნას, აქციებზე დაკავებულების, მათ შორის მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძის  გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, აქციის მოანწილეეებზე ძალადობდნენ. პროტესტის მთავარი მიზეზი კვლავ ევროკავშირთან მუშაობის შეწყვეტაა.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი სხვადასხვა ფორმის იქნება, მათ შორის გადაინაცვლებენ მუნიციპალიტეტებში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში