2 თებერვალს დაკავებული 8 ადამიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

05 თებერვალი 2025, 20:28 127 ნახვა

„თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს. როგორც პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ შუამდგომლობაში განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მისივე განმარტებით, დაკავებულები გიგი უგულავა, ვასილ ელიავა, ირაკლი ტაბატაძე, ირაკლი წიგნაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ კუპატაძე, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე სამართალდამცავების მიმართ აგრესიულები იყვნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში