პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის - შეფასება

05 თებერვალი 2025, 20:22 87 ნახვა

ორ ქვეყანას შორის გაფართოებულ ფორმატში  გამართულ შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრები , სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი შეფასებით,  საქართველოს როგორც პარტნიორს ყაზახეთთან  ურთიერთობაში, უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია და ამ შესაძლებლობების ათვისება უნდა მოხდეს. 
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთთან მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და საინვესტიციო პროექტებზე უკვე აქვს მოლაპარაკებები დაწყებული და უწყება 2026-2027 წლიდან ახალი ყაზახური ინვესტიციების შემოსვლას ელოდება. საუბარია , ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 
შეხვედრებზე გაზიარებული იქნა ბოლო მიღწევები და ის მიმართულებები, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოდერნიზებას ეხება. პრემიერ მინისტრის შეფასებით  საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში