2017 წელს ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა მოხდება, ამასთან, კონვერტაცია განხორციელდება არსებულ კურსზე მინუს 20 თეთრის ოდენობით. მაგალითად თუ კურსი 2 ლარი და 50 თეთრია თანხა 2 ლარსა და 30 თეთრში დაანგარიშდება. ამავე გეგმით, დღეიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ცვლილებებს იწუნებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. მმართველ გუნდში ინიციატივის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას.