უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მორიგი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას და ანალოგიური პასუხი ოფიციალური თბილისიდან. პოდოლიაკის თქმით, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს. მის ამ განცხადებას, რომელიც „ამეირკის ხმასთან“ ინტერვიუში გააკეთა, სამარცხვინოს უწოდებენ ხელისუფლებაში. ოპოზიციაში კი არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ.