უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩეჩნეთში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ სამი „კადიროველი“.
უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად მოკლულია ჩეჩნეთის 60-მდე მცხოვრები. რამზან კადიროვი ამბობს, რომ „აზოვსტალის“ სარდაფებში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. იგი იქ მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართავს და ამბობს, რომ თავად ყველაფერს გააკეთებდა, რათა ბავშვს არ ეტირა, მათ კი სარდაფებში ასობით მშვიდობიანი დაჭრილი მოქალაქე ჰყავთ.
ჩეჩნეთის ლიდერმა მსოფლიო სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თავხედური ქმედება უწოდა და განაცხადა, რომ დროა, ქაოსისა და უკანონობის აღსაკვეთად უკრაინაში სპეცოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყოს.