კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, იმ სოფლებში, რომლებიც რუსებს ოკუპირებული ჰქონდათ, კიდევ 20 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ჯამში აღმოჩენილია 1 235 მოქალაქის ცხედარი.
ანდრეი ნებიტოვის თქმით, ცხედრები ძირითადად ნაპოვნია ბოროდიანკაში, ასევე სოფლებში, რომლებიც ახლოსაა ვიშგოროდთან.
პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი უმეტესობას მსუბუქი იარაღით მოკლეს.
''შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის მასშტაბურ დანაშაულებზე კიევის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნებიტოვმა.