დღეს ადგილობრივი დროით 8 საათიდან უნდა გაგრძელებულიყო რუსეთის მიერ ბლოკირებული ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მიმართულებით 4 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აზოვსტალის ქარხნიდან 156 ადამიანია გამოყვანილი და ყველა მათგანი ზაპოროჟიეში უსაფრთხოდ იმყოფება. იმედოვნებს, რომ მარიუპოლიდან სხვა მოქალაქეების გადარჩენაც მოხერხდება. უკრაინის პრეზიდენტი რივნეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზელენსკიმ თქვა, რომ “”რაც უფრო მეტი იქნება იერიშები, მით უფრო შორს იქნება რუსეთი ცივილიზაციისგან." ასე შეაჯამა ომის 69-ე დღე. ტელეგრამის ინტერნეტ არხზე გავრცელდა
,,აზოვსტალის" ბუნკერის ახალი კადრები. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ მარიუპოლის დამცველებს მშვიდობიანი მოსახლეობა. კადრები აზოვსტალიდან გუშინდელ ევაკუაციას ასახავს.