ბათუმში ხვალ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეცხრე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. სამზადისი საექსპოზიციო სივრცეში უკვე მიმდინარეობს. წელს “ექსპო ბათუმ”-ზე რვა ქვეყნის 60 კომპანია იქნება წარმოდგენილი. გამოფენის პოპულარიზაციის მიზნით საორგანიზაციო კომიტეტმა დღეს აქციაც მოაწყო. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა ქალაქის ქუჩებში ფლაერები და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.